უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 17 800 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 02.04-მდე:
ტანკები – 631, ჯავშანტექნიკა – 1 776, საარტილერიო სისტემები – 317, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 100, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 143, ვერტმფრენები – 134, საავტომობილო ტექნიკა – 1 236, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 87, სპეციალური ტექნიკა – 24, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.