spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე კ.ლ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

 

დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის თებერვლიდან, დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქე კ.ლ. მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას,

 

ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდი”, ასევე, 400 ლარი და 1200 აშშ დოლარი. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში”.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები