spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

 

“დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დავითის გარდაცვალების გამო.

 

ღმერთმა აცხოვნოს და ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და დავითისთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა. გობეჯიშვილის გარდა, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები