spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაშველებმა მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს. 

 

“რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული. 

 

ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები