spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკი – ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში, ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ

ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში, ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში. ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახეთ ნაწამები უკრაინელები. მინდა, სწორად გამიგონ, ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ.

 

ჩვენ არავის ვადანაშაულებთ გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა, ვინც ბრძანება გასცა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ გაურკვევლობაზე”,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები