spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – მდორე, უშინაარსო და ტყუილებზე აგებული იყო ეს გამოსვლა

თავს იტყუებენ, რომ თითქოს, იმიტომ უჭერენ “ოცნებას” მხარს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ეშინიათ. ამ დროს “ქართულ ოცნებას” შეხედონ – ყველა არის წინა ხელისუფლებიდან გადმოსული, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა მდორე და ტყუილებზე აგებული იყო.

“მდორე, უშინაარსო და ტყუილებზე აგებული იყო ეს გამოსვლა. სხვათა შორის, სცენაზე არ იდგა არცერთი ადამიანი, რომელიც ღიად ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს. ვინც დარჩათ ამომრჩეველი, ეს არის მათთვის განკუთვნილი ყალბი “მესიჯები”. თავს  იტყუებენ, რომ თითქოს, იმიტომ უჭერენ “ოცნებას” მხარს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ეშინიათ. ამ დროს სცენას შეხედონ, “ქართულ ოცნებას” შეხედონ, რეგიონებში წარმომადგენლობას შეხედონ – ყველა არის წინა ხელისუფლებიდან გადმოსული. მეორე კითხვა დასვან, რას აკეთებდნენ 12 წელი”, – განაცხადა ეკა  ბესელიამ.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ გამოსვლაზე განაცხადა, რომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები