spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – საქართველოს მთავრობის დუმილი შემაწუხებელია

საქართველოს მთავრობის დუმილი შემაწუხებელია,  – ამის შესახებ  Front News-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პასუხს ელოდება. 

 

“ვიდრე საქართველოს მთავრობის განცხადებას არ მოვისმენ, ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მათი დუმილი თავისთავად შემაწუხებელია, მაგრამ რამდენიმე სათი მივცეთ, იქნებ მოვიდნენ გონს და საპასუხო განცხადება გააკეთონ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით სანქცირებული საქონლისთვის, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისთვის მარშრუტს აყალიბებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები