spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ გეგელია – თუ შეუძლიათ, რომ გააქარწყლონ ეს ეჭვები და მოსაზრებები, დაუყვნებლივ გააკეთონ ეს

ვურჩევ ხელისუფლებას,  დაუყოვნებლივ  გასცენ ადეკვატური და პროფესიული პასუხი, ამასთან,  ყოველგვარი ცინიზმის გარეშე,  – ამის შესახებ Front News-ს „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველო, რომლის იმიჯი  ისედაც შეილახა,  შესაძლოა, კიდევ  უფრო მეტი დარტყმის საგანი არ გახდეს.

 

“ნებისმიერი მინიშნება თუ ვარაუდი, მითუმეტეს ომში მყოფი ქვეყნის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რუსეთისათვის სანქციებისაგან თავის არიდების ხელშეწყობასთან დაკავშირებით,  არის  მძიმე შეშფოთების საფუძველი.  საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  მკაფიო განცხადება, რომ ასეთ ქმედებებს არ აქვს ადგილი, რომ საქართველო, რომელსაც  ისედაც  შელახული აქვს რეპუტაცია,  კიდევ უფრო მეტი დარტყმის საგანი არ გახდეს. ეს იქნება მომაკვდინებელი  ჩვენი ქვეყნისათვის. 

 

ამასთან, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს აგდებული დამოკიდებულება, რიგორც ქართველი ხალხის, ასევე ოპოზიციისადმი.  როდესაც ჩვენ ვამბობთ, ამ ყველაფრის შედეგად სახელმწიფოს ექმნება რისკები და ქვეყნის  იმიჯი ზარალდება, ეს  ეფუძნება კონკრეტულ  ფაქტებს.  ნაცვლად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტებს უპასუხოს და თავისი სიმართლე წარმოაჩინოს, თუკი ასეთი გააჩნია, ირჩევს აბსურდულ, არაფრისმთქმელ, ცინიკურ დამოკიდებულებასა და ასეთივე რიტორიკას.

 

ვურჩევ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ  გასცენ ადეკვატური და პროფესიული პასუხი, ამასთან,  ყოველგვარი ცინიზმის გარეშე. თუ მათ შეუძლიათ, რომ გააქარწყლონ ეს ეჭვები და მოსაზრებები,  დაუყვნებლივ გააკეთონ ეს“, – განაცხადა გეგელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები