spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – თუ ეს დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ხდება ხელშეწყობით და არა შემთხვევით

თუ ეს დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ  ეს ხდება ხელშეწყობით და არა შემთხვევით,  –  ამის შესახებ  პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ კონტრაბანდული გზების შესახებ  უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართული ქოლგის ქვეშ ახლადშექმნილი კომპანიების მიღმა შესაძლოა,  რეალურად  სანქციის ქვეშ მოყოლილი კომპანიების ფინანსური ინტერესები იმალებოდეს. 

 

“მარტივი რამ მოეთხოვება ხელისუფლებას, რომ  ამ ტიპის  სქემების აწყობას არ შეუწყოს ხელი და მწვანე შუქი არ  ჰქონდეს ანთებული. სახელმწიფო სამსახურებისათვის ღია ინფორმაციაა,  როგორ რეგისტრირდება ახალი კომპანიები,  ან ცვლილებები შედის  კომპანიებში, სადაც აშკარად ჩანს, რომ ამ ქართული ქოლგის ქვეშ რეალურად იმალება სანქციის ქვეშ მოყოლილი კომპანიების ფინანსური ინტერესები. ეს ძალიან ადვილად იშიფრება დღეს,  განსაკუთრებით, როდესაც ტექნოლოგიურად ეს  შესაძლებელია. 

 

თუ ეს დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ  ხდება ხელშეწყობით და არა შემთხვევით, მსგავსი ინფორმაცია უკვე მრავლად იყრის თავს. თვითონ ხელისუფლების წამომადგენლების განცხადებებიც უწყობს ხელს ამ ტიპის განწყობების გამყარებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები