spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”კოკაინი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ი.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ა.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები