ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდებიან.
ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ერიკ მამერი წერს.
მისივე თქმით, ვიზიტი მიმდინარე კვირაში შედგება.