უკრაინელმა მედესანტეებმა ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს.
“დღეს, ხარკოვის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფმა გაანადგურა რუსეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-თავდასხმის ვერტმფრენი Ka-52 – Alligator“, – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების განცხადებაში.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჟიტომირის მედესანტეები ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების დახმარებით მტრის საჰაერო სამიზნეებს ანადგურებენ.