spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე  ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ  ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

 

საქართველო სამხრეთ კავკასიაში  მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის  მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს -აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

 

შეხვედრა გაიმართა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

 

დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები