spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

 

საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს.

 

“საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები