spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – რატომ არ არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტი სანქცირებულ პროდუქციაზე და თუ არსებობს, რატომ არ საჯაროვდება?

რატომ არ  არსებობს შესაბამისი  ნორმატიული აქტი სანქცირებულ პროდუქციაზე და თუ არსებობს,  რატომ არ საჯაროვდება? ამის მერე კიდევ უკვირთ და უკრაინულ მხარესთან აქვთ პრეტენზია, – ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

 

მისი განმარტებით, უკრაინის დაზვერვის განცხადების პასუხად დოკუმენტებით გამყარებული პასუხი უნდა გასცეს, რაც არ ხდება.  

 

“ფინანსთა სამინისტროს განცხადება ვნახეთ, ამხელა ტექსტი რომ გამოაცხვეს, ბოდიში, მაგრამ ფინანსთა მინისტრის ბრძანება არსებობს, რომ  იმ ნომენკლატურის საქონელი, რომელიც არის სანქცირებული,  არ იყოს რეექსპორტის რეჟიმში? ამაზე რაიმე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს ფინანსთა მინისტრს? თუ ნორმატიული აქტი არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მებაჟეს უფლებაც არ აქვს, რომ არ განაბაჟოს და არ გაატაროს  საქონელი. თუ არსებობს ასეთი აქტი, მაშინ რატომ არ საჯაროვდება? 

 

სანქცირებული პროდუქციის  ჩამონათვალი უნდა იყოს გასაჯაროებული, შეიძლება ბიზმესმენმა არ იცოდეს, რა პროდუქცია არის სანქცირებული.

 

ამ კითხვებს ვიმეორებთ, თუმცა სრული დუმილია ფინანსთა სამინისტროდან. მერე  უკვირთ და უკრაინულ მხარესთან აქვთ პრეტენზია“, – განაცხადა ხუხაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები