დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, დაველოდოთ, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია გეწაძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბრალდებასთნ დაკავშირებით საჭიროა დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები.
“ეს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, დაველოდოთ, რადგან საჭიროა დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები. არა მგონია, რომ ეს დადასტურდეს, ეს იქნებოდა კატასტროფა ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. იმედი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობას ექნება ადგილი“, – განაცხადა გია გეწაძემ.