ჩვენ ვნახეთ შუშის სარკოფაგში ჩასმული, შეშინებული კერპის გამოსვლა, რომელსაც არ გახსენებია 1 მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტი, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, 400 000-ზე მეტი პენსიონერი, რომელსაც სესხი აქვს და საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომელიც უმუშევრობის გამო ქვეყანას ტოვებს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის და “ქართულ ოცნებას” არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოსთვის.
“გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის და “ქართულ ოცნებას” არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ შუშის სარკოფაგში ჩასმული, შეშინებული კერპის გამოსვლა, რომელსაც არ გახსენებია 1 მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტი, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, 400 000-ზე მეტი პენსიონერი, რომელსაც სესხი აქვს და საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომელიც უმუშევრობის გამო ქვეყანას ტოვებს.
“ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა, შეშინებულმა კერპმა, სიძულვილის ენით ისაუბრეს და ცდილობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთზე დაეგეშათ. ნუ გეშინიათ – ვეუბნები მათ, ქართველმა ხალხმა უკვე განაჩენი გამოგიტანათ და თქვენ პოლიტიკურ ოპოზიციაში წასვლა მოგიწევთ, არავინ აპირებს თქვენს დევნას და შურისძიებას. კერპები საქართველომ მე-4 საუკუნეში დაამსხვრია, სხვა კერპი საქართველოში ვერ იქნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.