“საქართველოს ბანკი”, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, პარტნიორი ბიზნესების და მათ მიერ ინიციირებული საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი – “ბახმაროს თასი 2024“ გაიმართა.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება.
დოღში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მხედარმა მიიღო მონაწილეობა.
ტრადიციული დოღის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგა, რომელთა მანძილი 1.200, 2.400, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენდა.
I გარბენი – „ნაბეღლავის თასი“, რომლის გარბენის მანძილი 1,200 მეტრია. მისი გამარჯვებული საბა ეხვაია გახდა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და საბა ხურციამ დაიკავეს.
II გარბენი – „გურიის თასი“ – ს გამარჯვებული დათო ფერაძე გახდა. მეორე ადგილი კოტე კვაჭანტირაძემ, ხოლო მესამე ადგილი მურად გიორგაძემ დაიკავა. გარბენის მანძილი 2 400 მეტრი გახლდათ;
III გარბენი – „გმირების თასი“, რომლის გარბენის მანძილი 2,400 მეტრია. შეჯიბრებაში საბა ხურციამ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და მამუკა ცაგურიშვილმა გადაინაწილეს;
ღონისძიების მთავარი, IV გარბენის – “ბახმაროს თასი“ მარულას მანძილი კი 4,800 მეტრს შეადგენდა. გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი მფლობელი თორნიკე თოდრია გახდა. მეორე ადგილი გიორგი ცინცაძემ, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ფოფხაძემ დაიკავა.
ღონისძიების საპრიზო ფონდი 20.000 ლარს შეადგენდა.
როგორც ღონისძიების მთავარმა მხარდამჭერმა, „ბახმაროს თასი 2024“ – ის გამარჯვებულს საქართველოს ბანკმა მთავარი პრიზი გადასცა.
“საქართველოს ბანკი” პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ტრადიციულად, წელსაც „ბახმაროს თასის“ მთავარი პარტნიორები ვიყავით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ერთის მხრივ ხელს უწყობს ტრადიციული სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი რეგიონის განვითარებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნული ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება და წელს 30 000-მდე მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, ამ დაუვიწყარ სანახაობას დასწრებოდა. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
(R)