spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა წულუკიანი – უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად

როდესაც ერთი პირი მეორეს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა, სადაც იყო პრაქტიკულად ახსნილი საბაზისო წესები სისხლის სამართალში.

 

“როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ბრალს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან თბილად რომ ვთქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები