spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია 1 ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევათ სკოლებში წელსვე მივიდნენ

“ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია 1 ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევათ სკოლებში წელსვე მივიდენენ. აღნიშნული ცვლილებით, წელს უკვე  2500 პირს შეეძლება სკოლას მიმართოს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე და რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლების და მეცნიერების კომიტეტმა, სამინისტროსთან ერთობლივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაიწიოს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და პირს, რომელსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება სკოლებში წელს მივიდენენ. 

 

“ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. კარგად მოგეხსენებათ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ, ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები