spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის ახალი სანქციები პუტინის შვილებს და ლავროვის ცოლ-შვილსაც შეეხება

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ახალი შემზღუდავი ზომები უკრძალავას აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელებას. სანქციები უწესდება „სბერბანკს“, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, ასევე „ალფაბანკს“.

აშშ-მა ასევე „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ზრდასრული შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვიც ცოლი და შვილი, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები.

“დღეს მკვეთრად ვამწვავებთ ფინანსურ შოკს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტისთვის „სბერბანკისთვის“ და უმსხვილესი კერძო ბანკისთვის „ალფაბანკისთვის“ სრულად დამბლოკავი სანქციების დაწესებით“, – განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

ამას გარდა, აშშ დაუწესებს სანქციებს რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო კომპანიებს. აღნიშნულ ზომებს სახაზინო დეპარტამენტი ხუთშაბათს გამოაცხადებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები