spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატო-ს მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას.

 

“ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

 

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატო-ს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები