spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი პესკოვი – დიდი სამხედრო დანაკარგი გვაქვს, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში “საგანგებო სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობისას “მნიშვნელოვანი დანაკარგი” განიცადა.

 

“დიდი სამხედრო დანაკარგი გვაქვს. ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა“, – აღნიშნა პესკოვმა ბრიტანულ არხ Sky News-სთან ინტერვიუში.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში 19 ათასამდე ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა. 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი 25 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3825 კი დაიჭრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები