spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი მედვედევი – რუსეთს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება და გამოიყენებს ამ უფლებას იმ ფორმებით და ფარგლებში, რაც მიზანშეწონილად მიაჩნია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, „მტრული ქვეყნები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აგრძელებენ“. 

 

მედვედევის მტკიცებით, ყველაფერი, რაც ამ ბოლო დროს თითქმის ათასჯერ გაკეთდა რუსეთის წინააღმდეგ, არის რუსეთის ფედერაციის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს უფლებების პირდაპირი დარღვევა ცალკეული ქვეყნების ან მათი გაერთიანებების მიერ. 

 

მისივე თქმით, რუსეთი ახლა არაერთი ქვეყნის უკანონო სანქციების ქვეშ იმყოფება.

 

“უკანონო სანქციები ყოველთვის იწვევს საერთაშორისო სამართლის სისტემის დეგრადაციას. ამჟამინდელი უკანონო გავლენის ზომები, უპრეცედენტო მასშტაბით და ცინიზმის ხარისხით, გამოიწვევს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის, მათ შორის, პირველ რიგში, გაეროს შემდგომ კოლაფსს და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრულ უგულებელყოფას. გაერომ დაკარგა ლეგიტიმაცია რუსეთისთვის.  

 

როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, ეს არის ეკონომიკური ომის გამოცხადება. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოებების მთლიანობის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ სანქციები არსებულ ვითარებაში შეიძლება კვალიფიცირებული იყოს როგორც აგრესიის აქტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს, რომელიც დაექვემდებარა აგრესიას, ანუ რუსეთს, აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი გამოიყენებს ამ უფლებას იმ ფორმებში და ფარგლებში, რაც მას მიზანშეწონილად მიაჩნია“, – აცხადებს მედვედევი.

 

მისივე განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის სახელმწიფოს რადიკალურად დასუსტებას.

 

“უკანონო სანქციები, ისევე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, დროებითია და საბოლოოდ დასრულდება. მათი შედეგი იქნება დანგრეული საერთაშორისო წესრიგი და უაღრესად მძიმე შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის და ცალკეული ქვეყნებისთვის. 

 

რუსეთისთვის, სანქციების მთელ ამბავში, მხოლოდ ერთი რამ არის ფუნდამენტური. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკანონო სანქციებმა ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოო და ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრაში. ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი და ეს ჩვენი საერთო ამოცანაა“, – აცხადებს მედვედევი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები