იმერეთის ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, კოლეჯ „იბერიას“ დელეგაცია პოლონეთის ქალაქ პოზნანში იმყოფება, სადაც პროფესიული სასწავლებლების რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაში მონაწილეობს.
ვიზიტის ორგანიზატორია პოზნანის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ვიესლავ ბანაში.
კოლეჯ “იბერიას“ ხელმძღვანელის ირაკლი ავალიანის განცხადებით, კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
“ამ აქტივობის მიზანია პარტნიორ კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, არსებული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის მიზნით“, – განაცხადა ავალიანმა.
პირველ დღეს ქართულ დელეგაციას მასპინძლობა პოზნანის კომუნიკაციის სკოლამ და მრავალპროფილურმა ლიცეუმმა გაუწია. სტუმრებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და სასწავლო-სახელოსნო ლაბორატორიები დაათვალიერეს.
შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.