მე ხომ ვიცი, რანაირი ქრისტიანი ხარ, ბიძინა და რა შეხედულება გაქვს ქრისტიანობაზე. ძველი ებრაული ზღაპრები გგონია ეს. მე ხომ ვიცი შენი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, ისიც ვიცი, პატრიარქს როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ტუსაღი ადამიანისაც კი ეშინია.
“რამდენჯერ უნდა დაიჭიროთ ეს მიშა?! ორჯერ ხომ დაიჭირეთ უკვე?! თქვენი სასამართლო მსოფლიო სასამართლო სისტემაში სასწაულებს ატარებს. მეორეჯერ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, იმიტომ, რომ ეშინიათ, ან სალომემ არ შეიწყალოს ან დასავლეთი არ “მოგვაწვეს”, ან რამე არ მოხდეს. სირცხვილია, ხალხო. 12 წლის თავზე დაჭერილი, ტუსაღი კაცის შიში გაქვთ, ამ შიშს ასხივებთ და თქვენს მომხრეებს ეუბნებით კიდევ, რომ გააგრძელეთ მიშას შიშიო. ამით გინდათ, არჩევნების მოგება?!
მე ხომ ვიცი, რანაირი ქრისტიანი ხარ, ბიძინა და რა შეხედულება გაქვს ქრისტიანობაზე. ძველი ებრაული ზღაპრები გგონია ეს. მე ხომ ვიცი შენი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, ისიც ვიცი, პატრიარქს როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.