spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ, ამ ფონზე მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიმართ ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია. 

 

კობახიძის თქმით, ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ „უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ არასწორი ნაბიჯები იდება“.

 

“პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არის სამწუხარო რეალობა, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა სამწუხაროდ, არარელევანტურია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდება არასწორი ნაბიჯები.

 

ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავგდით, არა მარტო ომის დაწყების დღიდან, ომამდეც ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის მიმართ იყო ურყევი და ძალიან მტკიცე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი. ეს არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და სინანული გვინდა ამასთან დაკავშირებით გამოვხატოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები