ეს არის აფხაზეთის აღიარების გეგმა. აპირებენ კონფედერაციული ხელშეკრულების დადებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ანუ, იქმნება საქართველოს კონფედერაცია და იქნება სამი სახელმწიფოსგან შემდგარი – საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ჯერ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მერე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო და აფხაზეთი დადებენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
“ეს არის აფხაზეთის აღიარების გეგმა. რატომ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა?იმიტომ, რომ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობას და აფხაზეთის ახალ სტატუსს სჭირდება ეს. რუსეთს აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული, ბიძინას პირობებში, ის ამ აღიარებას უკან არ წაიღებს, მე მგონი, ამაში მეთანხმებით, ბუნებრივო იდიოტებო?! თუ ბიძინა წააღებინებს? ანუ, საქართველოს მხრიდან უნდა მიესადაგოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საერთაშორისო სუბიექტი, ანუ, დამოუკიდებლობა. ეს არის კონფედერაციისკენ წასვლა. “რუსული კანონი” მონაგონი იქნება.
აპირებენ კონფედერაციული ხელშეკრულების დადებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ანუ, იქმნება საქართველოს კონფედერაცია და იქნება სამი სახელმწიფოსგან შემდგარი – საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სამსუბიექტიანი იქნება.
კონფედერაცია როგორ დაიდება აფხაზეთთან – საქართველო ჯერ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მერე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო და აფხაზეთი დადებენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ეს არის, ხალხო, დაბრუნება? თუ ეს არის ღალატი?! ბიძინა, უფალიც დაგსჯის და კაციც.
ბიძინას მე-4 პუნქტში რა შეიძლება ეწეროს, ვერ ხვდებით? – ევროატლანტიკური სივრცისკენ ლტოლვა კონსტიტუციიდან უნდა ამოიღოს. ეს არის საქართველოს რუსეთთან მარტო აღმოჩენა და რუსეთის აქოთებულ გვამში შეძრომა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.