spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ბოჭორიშვილი – უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას

ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც თავისი თვალით აქვს ნანახი ძალიან ბევრჯერ ბუჩა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

“ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ რუსეთის სისასტიკე საკუთარი თვალით, საკუთარ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ის რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ისედაც ძალიან ემოციურია და ეს ემოციები და ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ განსაზღვრას საქართველოს პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში და საქართველოსთვის ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. შესაბამისად, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგანაც, ჩვენ მოველით შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას, ის საფრთხეები, რასაც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უყურებს და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე, ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას, მე აბსოლუტურად ვეთანხმები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები