სატელიტმა რუსების სამხედრო კოლონა დააფიქსირა, რომელიც ხარკოვისკენ მიემართება.
კოლონის სიგრძე 12 კილომეტრია.
ფოტოებზე ჩანს ჯავშანტექნიკა, ტანკები, არტილერია და დამხმარე აღჭურვილობა.
CNN-ის ცნობით, ფოტოები 8 აპრილს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ველიკი ბურლუკშია გადაღებული, რომელიც ხარკოვს აღმოსავლეთით ესაზღვრება. ქალაქი რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.