spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები დღეს საქართველოს ეწვევიან

დღეს ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრები საქართველოს ეწვევიან. ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მუშაობას.

 

დელეგაცია შეხვდება საქართველოში ევროკავშირს ელჩს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს; საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

 

დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისებს მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდება მისიის მუშაობას გამყოფი ხაზის გასწვრივ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები