ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სავარაუდოდ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პირველადი მონაცემებით, პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს 43,51% აქვს, მოქმედ “პრეზიდენტს” ანატოლი ბიბილოვს კი 42,02%.
ე.წ. საარჩევნო კომისია პირველად შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს.