spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ეს გაბედა ირაკლი კობახიძემ, რაზეც უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი

იმის გამო,  რომ სამძიმარი გამოთქვას პაპუაშვილმა ბუჩაში, უნდა გადადგეს არახამიაო – ეს ნორმალურია?! –  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაუგონარი უტიფრობისათვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. 

 

“რუსეთის დელეგაციას, რომელიც უკრაინასთან დამანგრეველ ომში იმყოფება, არ გაუბედავს უკრაინისთვის არახამიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა, ეს გაბედა ირაკლი კობახიძემ, რაზეც რა თქმა უნდა,  უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. თუ ვინმეს ბოდიშის მოხდაზეა საუბარი, თუ  გვინდა, არ მოგვეჭრას თავი საერთაშორისო ასპარეზზე, დღესვე კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ არახამიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, ბოდიში მოიხადოს. იმის გამო, რომ სამძიმარი გამოთქვას პაპუაშვილმა ბუჩაში, უნდა გადადგეს არახამიაო – ეს ნორმალურია?!”- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინას ქართული დელეგაციის უკრაინაში წასვლის სანაცვლოდ ულტიმატუმი წაუყენა, სხვა მოთხოვნებთან ერთად მან უკრაინელებს  ქართველების, მათ შორის უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერის დავით არახამიას  თანამდებობიდან გათავისუფლება მოთხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები