spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ეს არის მისი მმართველი გუნდის დამსახურება, მე მგონი სირცხვილია!

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის მიღება გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის, 9 აპრილის გმირების და მონაწილეების დამსახურებაც არის. 

 

“გუშინ ევროკავშირის წევრობაზე  კითხვარი მივიღეთ და ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ეს არის მისი მმართველი გუნდის დამსახურება. მე მგონი სირცხვილია! იმიტომ, რომ შემიძლია წავიდე ძალიან შორს, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის და რა თქმა უნდა, 9 აპრილის გმირების და მონაწილეების დამსახურებაც არის. ყველასი, ვინც უშიშრად იბრძოდა, რომ ჩვენ ეკლიანი გზა გაგვეკვლია ევროპისკენ, მაგრამ ახლა, რაშიც შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმო პრემიერს, სწორედ თქვენს ხელშია ძირითადად ბატონებო უმრავლესობიდან, ეს დარჩება ქაღალდად თუ რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც უპირველესად ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს და რაც ნიშნავს ერთმანეთის მოსმენას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები