spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – იქნებ თავი შეიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას პოლიტიკური ულტიმატუმები არ წაუყენოთ

“თუ ვინმე აბრკოლებს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას, ეს არის პრემიერ მინისტრი საკუთარი პოლიტიკური განცხადებებით. გთხოვთ, რომ იქნებ  თქვენც თავი შეიკავოთ  და ომში მყოფ ქვეყანას პოლიტიკური ულტიმატუმები არ წაუყენოთ. ვაცალოთ გამარჯვება და მერე ელაპარაკეთ რაზეც გინდათ, ოღონდ ეს გზა გავიაროთ როგორმე ყველამ ერთად“, – ასე მიმართა  პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

 

მისივე თქმით, როდესაც უმრავლესობა საუბრობს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა და სწრაფი გაწევრიანების  პერსპექტივა ჩვენი  მტკიცე სვლის შედეგია, ეს ასე არ არის. 

 

„ეს არ არის  მხოლოდ ჩვენი მტკიცე სვლის შედეგი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის საფუძველია უკრაინაში მიმდინარე თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში და როდესაც ჩვენს წვლილზე ვლაპარაკობთ, ცოტა მოკრძალებულიც უნდა ვიყოთ და ვთქვათ იმაზე, თუ რა ხდება და დავუფასოთ იმათაც, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები