spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება.

 

“საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას არც არასოდეს უთქვამს უარი და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ექვს საათზე იქნება საბოლოო შეხვედრა“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

მისივე თქმით, დელეგაციაში თავადაც იქნება.

 

“არც შეიძლება, რომ არ ვიყო დელეგაციაში. ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები