spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ნუ ხართ დაკავებული უკრაინელი ხალხის ბრძოლის თქვენს თავზე მიწერით და იმ უბედურებით ნუ სპეკულირებთ

“ცოტა თქვენი ქვეყნის ღირსების დამცველებიც იყავით, არა სახელის და გვარის, არამედ ქვეყნის. და თქვენ რომ მიგიწვდებათ ხელი უკრაინის ხელისუფლებასთან, თქვით იქ, რომ საქართველო არ არის „შავი ხვრელი“ და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამ ოკუპაციის პირობებში, თქვენს მიერ მოყვანილი ამ მძიმე პირობებში მტკიცე და ერთგული თანამდგომი უკრაინისა და უკრაინელი ხალხისა“, – მიმართა ოპოზიციას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე. 

“ნუ ხართ დაკავებული უკრაინელი ხალხის ბრძოლის თქვენს თავზე მიწერით და იმ უბედურებით ნუ სპეკულირებთ. ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არა გვაქვს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ხმა მივეცით ისეთ საერთაშორისო გადაწყვეტილებებს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში დარჩება საბუთად საქართველოს პოზიციისა და ეს კინკლაობა და ეს უკრაინის თემით სპეკულირება დაგრჩებათ მხოლოდ თქვენ, მახსოვრობაში. და ის, რომ ჩვენ უნდა საბუთები შევაგროვოთ და ჩავიდეთ ამ საბუთებით, რათა გავაქარწყლოთ, რომ ჩვენ თურმე იარაღს არ ვაწარმოებთ და არ ვუგზავნით შემდეგ პუტინს, დღეს ამაში ბატონი რომან გოცირიძე დაგვეხმარა, და აღმოჩნდა ქალბატონ ხატიას ნათქვამი „შავი ხვრელი“ თურმე ონკანი და უნიტაზი.

 

დიდი წარმატება გვაქვს ჩვენ და ამით შეიარაღებულებს გვაქვს ალბათ, მორალური უფლება, რომ პირველი პირებიც ჩავიდნენ უკრაინაში. ცოტა თქვენი ქვეყნის ღირსების დამცველებიც იყავით, არა სახელის და გვარის, არამედ ქვეყნის და თქვენ რომ მიგიწვდებათ ხელი უკრაინის ხელისუფლებასთან, თქვით იქ, რომ საქართველო არ არის „შავი ხვრელი“ და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამ ოკუპაციის პირობებში, თქვენს მიერ მოყვანილი ამ მძიმე პირობებში მტკიცე და ერთგული თანამდგომი უკრაინისა და უკრაინელი ხალხისა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები