spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”

საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ “ერთიანობა” კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

“საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ “ერთიანობა”  კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”. ე.წ. დელეგატების დიდი ნაწილი არის მოქმედი მაჟორიტარები. იმ ოლქებში, რეგიონებში, შევადაროთ და ვნახოთ ვინმე უკეთესად ცხოვრობს? რომელიმე ადამიანის ამ რეგიონში, რომლის წარმომადგენლები ისინი არიან 12 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა? – არა, ხალხი უფრო გაღარიბდა. სამაგიეროდ, ვნახოთ ამ მაჟორიტარების ფინანსური მდგომარეობა. ისედაც მდიდრები 10-ჯერ უფრო გამდიდრდნენ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს რეგიონებსა და თბილისში დელეგატები წარადგინა, რომლებიც საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები