“ქართული ოცნება” აღარ არის (თუ ოდესმე ყოფილა) მთელი ქართველი ხალხის ხელისუფლება, არამედ ეს არის ძალიან ვიწრო წრის ხელისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ქმედება ნიშნავს იმას, რომ უარყოფს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის ხმასა და უფლებას.
“როდესაც “ქართული ოცნება” ისეთ სისულელეს ამბობს, როგორიც არის 100 ათასობით უარყოფა საქართველოში, მათი ხმის, მათი ინტერესების უარყოფა საქართველოში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” აღარ არის (თუ ოდესმე ყოფილა) მთელი ქართველი ხალხის ხელისუფლება, არამედ ეს არის ძალიან ვიწრო წრის ხელისუფლება”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად.