spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ჩვენი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი მაინც უნდა ყოფილიყო გუშინ იქ, სადაც 4 ქვეყნის პრეზიდენტი იყო

დელეგაცია არა თუ უნდა წავიდეს,  აქამდეც უნდა წასულიყვნენ, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი მაინც უნდა ყოფილიყო გუშინ იქ,  სადაც  4 ქვეყნის პრეზიდენტი იყო, – ამის შესახებ Front  News-ს  “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელმა,  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტის თემის კომენტირებისას  განუცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება. 

 

“უკრაინაში წასვლის საკითხი უკვე ძალიან არასერიოზულ ფორმას იღებს, დაწყებული ირაკლი კობახიძის ულტიმატუმებითა და „ომის პარტიაზე“ საუბრებით,  დამთავრებული დელეგაციის შემადგენლობაზე ძიძგილაობით. ვინ მოხვდება დელეგაციაში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას აქვს ვინმესთვის მნიშვნელობა, გარდა საქართველოსა, ეს ვიზიტი შედგება თუ არა. 

 

ყველაზე მეტად საქართველოს სჭირდება ახლა ეს,  რომ მოვნიშნოთ ჩვენი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში,  ამას პაპუაშვილი გააკეთებს, კობახიძე თუ სხვა,  მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამით არც პაპუაშვილის თავს შეიცვლება რამე და არც კობახიძის თავს, რა სახეც ჰქონდათ ადრე,  იგივე სახე ექნებათ, ოღონდ ქვეყანას შეუნარჩუნდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნის პერსპექტივა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

 

მისივე თქმით, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირიც უნდა ჩასულიყო.

 

“დელეგაცია არა თუ უნდა წავიდეს,  აქამდეც უნდა წასულიყვნენ, გუშინ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი მაინც უნდა ყოფილიყო იქ,  სადაც იყო 4 ქვეყნის პრეზიდენტი.  იქ იყო ნამდვილად ჩვენი ადგილი, თუ სწორად ვხედავთ იმ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, რომელიც შესაძლოა, ამ ძალიან მძიმე  კონფლიქტის შემდეგ გვქონდეს ჩვენ, როგორც სახელმწიფოს.  ისედაც ბევრი დროა დაკარგული, ბევრი რამ არის უკვე გაფუჭებული, ამ შიდა კინკლაობით ამას დამატება აღარ ჭირდება. მიწვევა ჰქონდა ოფიციალური საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს არის მისი გადაწყვეტილება ვისთან ერთად და რა ტიპის დელეგაციასთან წავიდოდა, აღარ იყო ეს ჭიდაობის და განხილვის  თემა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები