spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ეს ქვეყანა და მისი მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი

ეს ქვეყანა და მისი მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი, – ამის შესახებ Front  News-ს  “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელმა,  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა. 

 

მისი თქმით, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიში იყო ევროკავშირის მიერ გადმოცემულ კითხვარზე პასუხი.

 

“რასაკვირველია, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ მოთხოვნებისგან, რის თაობაზეც არის ამ ევროკავშირის მიერ გადმოცემულ  კითხვარში საუბარი,  ფაქტობრივად, შეერთებული შტატების ანგარიში იყო ამ კითხვარზე პასუხი,  მაგრამ რადგან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ გადმოგვცემოდა კითხვარი, რაც  უკრაინის გმირული ბრძოლის დამსახურებაა და არა „ქართული ოცნების“, როგორც  ეს ჩვენ პრემიერ-მინისტრს უნდა რომ დავიჯეროთ,  ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრის, ხელისუფლების, ოპოზიციის, საზოგადოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ერთი რამისკენ, რომ თავი გავართვათ ამ ამოცანის შესრულებას.

 

პირველ რიგში,  გააზრებაა საჭირო, რომ ეს ქვეყანა და მისი მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი.  მეორე – უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ სრულიად იყვნენ კონცენტრირებული ამ დავალების შესრულებაზე, რასაც კითხვარის შევსება ქვია, ისე რომ გაგვიჩნდეს შანსი, მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

 

თეორიულად, ეს შანსი, რა თქმა უნდა,  არსებობს.  ჩვენი პარტნიორების სურვილია, რომ ჩვენ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უკრაინამ პროცესები დააჩქარა და ამან  შანსები კიდევ უფრო გაზარდა.  ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ცნობიერად მივუდგებით ამ საკითხს და გავუშვებთ თუ არა ხელიდან ამ ისტორიულ შანსს, რომელიც ახლა არა ჩვენი ძალისხმევით, არამედ შექმნილი გარემოებებით და უკრაინის თავგანწირვით მოგვეცა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები