უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 15.04-მდე:
ტანკები – 756, ჯავშანტექნიკა – 1 976, საარტილერიო სისტემები – 366, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 122, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 66, თვითმფრინავი – 163, ვერტმფრენები – 144, საავტომობილო ტექნიკა – 1 443, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 135, სპეციალური ტექნიკა – 25, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.