დიდი ვარაუდია, რომ პაპუაშვილი როცა დაბრუნდება, გაათავისუფლებენ, ან კუჭავას დააწევენ რაღაც პროგრამაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჩადის ბუჩაში, ეს უკვე განაცხადია, რომლის შემდეგაც იქ დატრიალებულ დანაშაულს ვერ უარყოფს.
“დიდი ვარაუდია, რომ პაპუაშვილი როცა დაბრუნდება გაათავისუფლებენ, ან კუჭავას დააწევენ რაღაც პროგრამაში. ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა ბუჩაში, ესეც თავისთავად განაცხადია, ეს ვიზიტი, აღარ მისცემს პაპუაშვილს საშუალებას, რომ უარყოს ის დანაშაული, რაც მოხდა ბუჩას ტერიტორიაზე.
“ქართული ოცნების“ მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდია, რომ მას მოხსნიან, უკრაინელებსაც ეტყვიან, ხომ ვიყავით ჩამოსული, რუსებს ეტყვიან, აი, დავსაჯეთ და გავათავისუფლეთ“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.