spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – პური არ არის, მაგრამ სანახაობას მართავენ, ყოველდღე სკანდალურ განცხადებებს აკეთებენ

დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ სჯერათ, მოსახლეობის რაღაც  ნაწილს აჯერებენ,  რომ „ნაციონალები“ ტერაქტებს გეგმავდნენ და  ბაკურიანში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, მმართველი ძალა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვას პროპაგანდისტული განცხადებებით ცდილობს.  

 

“მთლად უუნაროც არაა “ქართული ოცნება”, უუანაროა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში, მაგრამ თავისთვის ძალიანაც უნარიანია. პური არ არის, მაგრამ სანახაობას მართავენ,  ყოველდღე სკანდალურ განცხადებებს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც  არ სჯერათ, მაგრამ  მოსახლეობის რაღაც  ნაწილს აჯერებენ, რომ „ნაციონალები“ ტერაქტებს გეგმავდნენ და  რომ ბაკურიანში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. 

 

შემთხვევითი არ არის, რომ „უცნობი“ გამოიყვანეს ლოზუნგით – „არ აგარევინებთ ქვეყანას“.  მიზანი ისაა, რომ  ისევ ჰქონდეთ შიში, – ოღონდაც „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ და ისევ ოცნება იყოს“, – განაცხადა ჩიტაძემ. 

 

მისი თქმით, მმართველი ძალის  ეს პოლიტიკა საქართველოს აშორებს დასავლეთისაგან, მაგრამ 

 

პოლიტოლოგის თქმით, “ქართულ ოცნებას” თავისი გათვლა აქვს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სხვა“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები