spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – გადავწყვიტეთ, რომ მე აქ ჩამოვსულიყავი არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელითაც

გადავწყვიტეთ, რომ მე აქ ჩამოვსულიყავი არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელითაც, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად უკრაინაში იმყოფება. 

 

მისი თქმით, ვიზიტის მიზანი უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის გამოხატვაა.  

 

“გადავწყვიტეთ, რომ მე აქ ჩამოვსულიყავი არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ სააკაშვილის სახელითაც.  დავაფიქსირე, რომ ყოველგვარი პარტიული ხაზების მიღმა ქართველი ხალხი აგზავნის ერთ ადამიანს, რომელსაც ჩამოსვლა შეუძლია და მეორეს პოზიციაც იგივეა, რომ ქართველი ხალხი არის უკრაინელი ხალხის გვერდით. 

 

ბუნებრივია, სააკაშვილის და ჩემი პოლიტიკური განსხვავება სხვა არის, ორივე საქართველოს მოქალაქეები ვართ, არა მარტო საქართველოს პრეზიდენტები, ასეთ საკითხებზე მე და სააკაშვილს ერთი პოზიცია გვაქვს, როდესაც საუბარია დასავლეთზე და საუბარია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და მთლიანობაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა  მარგველაშვილმა. 

 

მეოთხე პრეზიდენტმა უკრაინაში დღეს დაღუპულ მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მათ ბრძოლას აუცილებლად გამოიღებს შედეგს.  

 

“ამ სამი მებრძოლის დაღუპვა არის ძალიან მძიმე ტრაგიკული მოვლენა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ვთქვა, რომ მათი ბრძოლა არ არის უშედეგო, ისინი ამაარცხებენ იმ ბოროტებას,  რომლის წიაღშიც ჩვენ 30 წელია, ვიტანჯებით. 

 

ჩვენ ჩამოვედით ამ მყოფი ქართველი და უკრაინელი მებრძლოების გასამხნევებლად, მაგრამ მხნეობა ოპტიმიზმი,  ძალა, სიცოცხლის სიყვარული, ჩვენ ამ ადამიანებისგან ვიგრძენით. საოცარი განცდა იმისა, რომ მართალ მხარეს ხარ, ეს ის ძალაა, რომელიც თითოეული ხელის ჩამორთმევით, ამ ხალხთან გატარებული თითეული წუთით იგრძნობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები