აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამჯერად ის შეეხო თავდაცვისა და მეტალურგიულ კომპლექსებს, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას.
ახალი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 400 სუბიექტს. ყველა მათგანი, გარკვეულწილად, ეხება რუსეთის საწვავის, ენერგეტიკისა და მეტალურგიის სექტორებს. სანქციები ასევე შეეხო ფინანსურ სექტორს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორმაგი დანიშნულების საქონელს, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით მიეწოდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დააწესა სანქციები შუამავლების წინააღმდეგ რიგი ქვეყნებიდან, რომლებიც დაეხმარნენ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით “სუ” თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაში. ესენია არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჰონკონგი, თურქეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი.
ახალი სანქციები გააძლიერებს კონტროლს რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე.
ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, სანქციების სიაში შეიყვანა პაველ ბელოუსოვი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის შვილია. სანქციები დაუწესდა მის მეუღლესაც.
ამავდროულად, აშშ-მა გამოიყენა შეზღუდვები კომპანიასთან – Claire & Clarté დაკავშირებით, რომელსაც ბელოუსოვი ხელმძღვანელობს.
აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაძლიერდა, მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვას.