spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინელი დამცველები ეტაპობრივად აძევებენ რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქიდან

უკრაინელი დამცველები ეტაპობრივად აძევებენ რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქიდან, რეგიონში ბრძოლები გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ალექსანდრე სირსკისთან განიხილა ბრძოლები ხარკოვის რეგიონში.

“ოკუპანტები ვერ დაიპყრობენ ხარკოვს, ვერ დაიპყრობენ უკრაინას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

22 აგვისტოს მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილემ მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ დანაყოფების მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში კარგ შედეგებს მიაღწიეს. მან განმარტა, რომ იქ წარმატებული შეტევითი ოპერაციები ჩატარდა. ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ბრიგადის ინფორმაციით, სამ დღეში განეიტრალდა მტრის თითქმის 300 ჯარისკაცი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები