spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაშიანი ვა-ბანკზე მიდის: სომხური რევოლუცია გრძელდება

თბილისი: 16 ოქტომბერს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თანამდებობა დატოვა. ამ ნაბიჯით მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის 9-10 დეკემბერს უნდა გაიმართოს. თუმცა თავად პაშინიანი არაფერს რისკავს. დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის ბოლოს მას მთავრობის მეთაურად აირჩევენ, მისი პოლიტიკური ძალა კი ეროვნულ კრებაში საკონტროლო პაკეტს მიიღებს.

 

პაშინიანის გამარჯვევები და ღალატი

 

ნიკოლ პაშინიანი ხელისუფლებაში მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ რევოლუციური პროტესტის ფონზე მოვიდა. ხალხი დაიღალა რეჟიმისგან, რომელიც კონსტიტუციის მანიპულირებით ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ პაშინიანი სომეხი პოლიტიკოსების TOP-20 არ შედიოდა, მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და შეძლო საზოგადოების მხარდაჭერის მიღება.

 

უკრაინული მაიდნისგან განსხვავებით სომხური რევოლუცია უსისხლოდ და სასტიკი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მოსკოვი და ვაშინგტონი ძალაუფლების კონსტიტუციური უწყვეტობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ. კომპრომისის შედეგად შესაძლებელი გახდა ეროვნული ერთიანობის ჩამოყალიბება, რომელშიც არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ წინა მმართველი კოალიციის წარმომადგენლები შევიდნენ.

 

პრემიერად გახდომის შემდეგ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პაშინიანს ან შედეგი უნდა ეჩვენებინა ან მაღალი მოლოდინების კრიზისის წინაშე აღმოჩენილიყო.

 

წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დაპირისპირებების და საბოტაჟის ფონზე პაშინიანი და მისი გუნდი წლის ბოლოსთვის მოპოვებული პოზიციების დაკარგვას რისკავდნენ. 

 

ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ რიგი პოპულისტური ქმედებები განახორციელა: მოახდინა ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არ იხდიდნენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებს (ეს არის დაახლოებით 150 ათასი კანონდამრღვევი და 28 მლნ დოლარი თანხა); საბანკო ვალდებულებები ჩამოაწერეს ადამიანებს, რომლებმაც კრედიტები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აიღეს (100 ათასი ფერმერი); შეამცირა გაზის და ელექტროენერგიის საფასური დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. ადამიანები ამ ვალების გადახდას ისედაც არ აპირებდნენ. საერთო სახალხო სიყვარულისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

 

მეორე ნაბიჯი კორუფციასთან ბრძოლა გახდა. დაკავებები ტელეკამერებთან, შემდეგ “კორუმპირებული” მოსამართლეები, კანონდებლობაში ხარვეზების გამოყენებით გათავისუფლება. 

 

ივნისში სომხეთის ექსპრეზიდენტის სერჟ სარქისიანის დაცვის ყოფილი უფროსი ვაჩაგან კაზარიანი დააკავეს. მან მიითვისა 123 ათასი დოლარი და 436 მილიონი სომხური დრამი (დაახლოებით 900 ათასი დოლარი) და სომხეთის დატოვებას ცდილობდა. მას ბიუჯეტიდან 9 მილიონი დოლარის მითვისებაში სდებენ ბრალს. დაკავებიდან ორი თვის შემდეგ ის 2 მლნ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

ყველაზე რეზონანსული საქმე – სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება (1998-2008). მას კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევაში ედება ბრალი, რომლის დროსაც დემონსტრანტები დაიღუპნენ. ექსპრეზიდენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

 

სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის ძმების  მიმართ, ერთ-ერთ მათგანზე – ლევონ სარქსიანზე ძებნაც კი გამოცხადდა, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა ელჩის ფუნქციები შეესრულებინა.

 

შედარებით წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს გადამდგარი გენერლის მანველ გრიგორიანის დაკავება და ჩხრეკა. მანველ გრიგორიანს ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა და შენახვა და ასევე ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების – კონსერვების, პირადი ჰიგიენის ნივთების, ქვედა საცვლების მითვისება ედება. 

 

ის 19 ივლისს დააკავეს და სააპელაციო სასამართლომაც კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ვერ შეძლო და პატიმრობა გაუგრძელა. სავარაუდოდ, გრიგორიანი იქნება ერთადერთი ექს-ჩინოვნიკი, რომელსაც პაშინიანის წმენდის პირველი ტალღის ფარგლებში კორუფციისთვის გაასამართლებენ.

 

ხმაურიანმა სატელევიზიო დაკავებებმა და ჩხრეკებმა ახალ მთავრობას ყველა გუბერნატორის და მსხვილი ქალაქების მერების გათავისუფლების საშუალება მისცა. პაშინიანის გამარჯვებად იქცა ერევნის მერის ტარონ მარგარიანის თანადებობიდან წასვლა.

 

ამ ნაბიჯმა ერევნის უხუცესთა საბჭოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში პაშინიანის ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი” 81%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მერი კი მის ახლობელი – შოუმენი აიკ მარუთიანი გახდა.

 

ახლა უკვე პაშინიანს ხელს აღარაფერი უშლიდა, რათა საბოლოოდ მიეღო სრული ძალაუფლება და პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კამპანია დაიწყო.

 

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომიდან 14 დღის განმავლობაში პარლამენტმა მთავრობის ახალი მეთაური უნდა აირჩიოს, თუ ეს ორი მცდელობის შედეგად არ მოხდება, საკანონმდებლო ორგანო იშლება და რიგგარეშე არჩევნები ცხადდება.

 

ბლოკ “ჩემი ნაბიჯის” ელექტორალურ წარმატებას ერევანში და რევოლუციური რიტორიკის აღდგენას (“აუცილებელია რევოლუციის დასრულება და პარლამენტის განახლება”) არ შეიძლებოდა არ დაეშინებინა “რევოლუციური პარტია” და მისი მოკვაშირეები. მათ ყველა გემრიელ ლუკმას ნელ-ნელა ართმევდნენ.

 

“რესპუბლიკელების” გათვლებით პაშინიანის მიმართ საზოგადოებრივი განწყობები და სიმპათიები იმედგაცრუებისკენ 2019 წლის მაისში უნდა გადახრილიყო. მათ უკვე დაიწყეს მთავრობის საინფორმაციო “ტროლინგის” პროცესი. ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ ბლოგერები ნარეკ მალიანი და არტურ დენიელიანი, რომლებმაც ფეისბუქზე პოპულარული გვერდი “ადეკვადი” შექმნეს.

 

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. 4 საპარლამენტო პარტიიდან სამის დეპუტატები 2 ოქტომბრის მოლაპარაკებებზე ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ფრაქციების ხელმძღვანელები არჩევნების 2019 წლის მაისში დანიშვნის ინიციატივით გამოვიდნენ და გამოთქვეს მზადყოფნა მთავრობის მეთაურის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინათ იმ შემთხვევაში თუ, არჩევნები ამ ვადაში ჩატარდებოდა. 

 

პრემიერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა 6 მინისტრი პარტიებიდან “აყვავებული სომხეთი” და “დაშნაკცუთუნი”. თანამდებობები დატოვეს საგანგებო სიტუაციების საქმეთა მინისტრმა გრაჩია როსტომიანმა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არტუტ გრიგორიანი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევონ ვაგრადიანი, ტრანსპორტის, კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აშოტ აკოფიანი, ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების მინისტრი არტურ ხაჩატრიანი. საკუთარი გადაწყვეტილება პაშინიანმა იმით ახსნა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სიტუაციაა და პარლამენტის მიერ კანონპროექტს კი, რომლის თანახმად, პარლამენტს პრემიერის გადადგომის შემთხვევაში შეუძლია, მუშაობა გააგრძელოს, კონტრრევოლუციის და სომხეთსა და ხალხის ძალაუფლების ხელყოფის მცდელობა.

 

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 55 დეპუტატმა, მათ შორის 16 რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა პრემიერის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების დეკემბერში ჩატარების შესახებ. 

 

პოლიტიკური მიმომხილველის სტეფან საფარიანის თქმით, პაშინიანს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით თავდაჯერებულობა დეპუტატების განცხადებებმა შემატეს, ასევე “აყვავებული სომხეთს” ლიდერი გაგიკ ცარუკიანთან გაფორმებულმა შეთანხმება. მისივე განცხადებით, ამ ორმა მოვლენამ ახალი პოლიტიკური დაპირისპირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანა.  

 

კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გრანტ მიქაელიანი დარწმუნებულია, რომ პაშინიანის და “ჩემი ნაბიჯის” მაღალმა რეიტინგმა “აყვავებული სომხეთის” ხელმძღვანელობას პრემიერთან შეთანხმებაზე წასვლა აიძულა და ახლა დეკემბერში არჩევნები გარდაუვალია.

 

რას იტყვიან მოსკოვი და ვაშინგტონი?

 

რევოლუციონერი პრემიერის საგარეო პოლიტიკურ კურსს იცავს მოქმედი პრეზიდენტი არმენ სარსქიანი, რომელიც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია. საპროტესტო გამოსვლების დროს სწორედ სარქსიანი იყო ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის შუამავალი.

 

პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა 2 ოქტომბერს ორი მოღალატე-მინისტრის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს.

 

გარდა ამისა, სწორედ სარქისიანი გეგმავს ვიზიტებს აშშ-ში, ევროკავშირსა და რუსეთში იმისთვის, რომ პაშინიანის პოლიტიკური კურსი განმარტოს. ძირითადი მესიჯია: ერევანი სამხრეთ კავკასიაში სტატუს-ქვოს დარღვევას არ აპირებს.

 

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აუცილებელია სომხეთში სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სახელმწიფო დეპარტამენტი კონსტიტუციური პროცედურებისა და მხარეებს შორის შეთანხმების დაცვის მნიშვნელობას აღნიშნავს.

 

რაც შეეხება მოსკოვს, მისი პოზიცია მშვენივრად აღწერა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში სერგეი მარკედონოვმა: “თუ პაშინიანი რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტურ საფუძვლებს ეჭვქვეშ არ დააყენებს, მისი პრემიერობა მიღებული იქნება როგორც ერთგვარი პოლიტიკური შემოქმედება, რომელიც ხელს არ უშლის სტრატეგიულ თანამშრომლობას”.

 

ვიტალი კულიკი, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები