კიევი: ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა პროექტის „ანტიკური გრავირება – უკრაინის ეროვნული საგანძური“ საზეიმო პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინის კულტურის სამინისტროს ეგიდით და უკრაინული კულტურის ფონდის დახმარებით განხორციელდა.
ღონისძიება ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
მისასალმებელ სიტყვაში თორნიკე ბერეკაშვილმა ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს ირინა ბირიუკოვს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან ხელმოწერილი მემორანდუმი სწორედ აღნიშნული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
აუდიტორიისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ვიდეო მიმართვა.