spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა

კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. “სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის” სხდომის ჩასატარებლად ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

“ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებული შეხვედრა გამართა. განისაზღვრა რეგიონების ხელმძღვანელთა წინაშე მდგარი ამოცანები და  2024 წლამდე ეროვნული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზნები. შეხვედრაპრეზიდენტისა და ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელებს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმატში გაიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

პუტინმა ასევე სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა, რომელიც რუსული “სბერბანკის” განკარგულებაშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები